საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ლისაბონში საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა
2026 წლის 3 ივნისს, ქ. ლისაბონში, SUD Lisboa-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა.
2026 წლის 3 ივნისს, ქ. ლისაბონში, SUD Lisboa-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა.
2026 წლის 3 ივნისს, საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ასამბლეის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, დეპუტატ პედრო პესანიასთან
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
2026 წლის 18 თებერვალს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ედიტ ეშტრელასთან.
2026 წლის 4 თებერვალს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის საგარეო საქმეთა და პორტუგალიურ თემთა კომიტეტის პრეზიდენტთან, ჟოზე სეზარიოსთან.
ძვირფასო თანამემამულენო, გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით.
2025 წლის 27 ნოემბერს პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუეფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ, შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან ქრისტინა მუნიზთან.
18 ნოემბერს, ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩართულობით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წიგნის „წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი“ პრეზენტაციას.
2025 წლის 15 ოქტომბერს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ქ. ლისაბონის მერიის გენერალურ დირექტორთან ალბერტო გიმარაეშთან.
2025 წლის 18 სექტემბერს, სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ლისაბონი) ლევან წურწუმიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტთან ამერიკუ დე ალმეიდა ღამუშთან.
2025 წლის 18 სექტემბერს სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ლისაბონი) ლევან წურწუმიამ სან ტომე და პრინსიპის პრეზიდენტს ქარლუშ მანუელ ვილა ნოვას რწმუნებათა სიგელები გადასცა. სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.