ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის კუბის მუნიციპალიტეტის მერთან ჟოაო დუარტე პალმასთან
2026 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ელჩი ლევან წურწუმია პორტუგალიის რესპუბლიკის ალენტეჟუს რეგიონის კუბის მუნიციპალიტეტს ეწვია და შეხვედრა გამართა მუნიციპალიტეტის მერთან, ჟოაო დუარტე პალმასთან.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 13–15 ნოემბერს ვილა-ალვაში დაგეგმილ ფესტივალს „Provando o Tareco“, სადაც ყვარლის მუნიციპალიტეტის დელეგაციის მონაწილეობით ქართული პავილიონი მოეწყობა.
