პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ალენტეჟუს რეგიონის ქალაქ ვიდიგეირას მერთან, რიკარდო ბონიტოსთან
2026 წლის 22 ოქტომბერს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ალენტეჟუს რეგიონის ქალაქ ვიდიგეირას მერთან, რიკარდო ბონიტოსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო მეღვინეობის სფეროში თანამშრომლობას.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა მონაწილეობა მიიღო ქ. ვიდიგეირაში, პროფესორ მანუელ ბაიოას წიგნის „ქვევრის ღვინო - ქვემო ალენტეჟუში“ პრეზენტაციაში. წიგნის ერთ-ერთი თავი ქართული ქვევრის ღვინის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას ეძღვნება.

