Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ძვირფასო სტუმარო,

ნება მიბოძეთ მოგესალმოთ პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალურ ვებ გვერდზე. ჩვენი მიზანია წარმოვადგინოთ საქართველო პორტუგალიის რესპუბლიკაში. საელჩოს საქმიანობის უმთავრეს ამოცანას საქართველოსა და პორტუგალიას შორის ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება წარმოადგენს.

საქართველოს და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის 2012 წელს აღინიშნა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავი. მსურს კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის ბოლო წლებში ჩამოყალიბდა საუკეთესო ურთიერთობები. პორტუგალიის სახით საქართველოს ჰყავს მეგობარი ქვეყანა, რომელთანაც საქართველოს აერთიანებს დემოკრატიის და თავისუფლების საერთო ღირებულებები.

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში და ხელი შევუწყო ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობების გამყარებას და შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პორტუგალიის რესპუბლიკასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ, ასევე მეცნიერების, განათლების, ტურიზმის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებას.

საქართველო და პორტუგალიის რესპუბლიკა უპირობოდ იცავენ საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებს. პორტუგალიის მთავრობის მყარი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ურთიერთმხარდაჭერა მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე აზრთა თანხვედრა საერთაშორისო დონეზე გლობალური დღის წესრიგის საკითხებზე და ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების არსებული დინამიკა, ორმხრივ თანამშრომლობას კიდევ უფრო მჭიდროს და ნაყოფიერს ხდის.

საქართველოს და პორტუგალიას შორის ურთიერთობებს ისტორიული საფუძვლი აქვს. გამოჩენილმა პორტუგალიელმა პოეტმა ლუიშ დე კამოეშმა თავის ეპიკურ პოემაში " ლუსიადა" პირველმა ამცნო პორტუგალიელებს საქართველოს ისტორიაზე და ქართველთა ცხოვრების შესახებ. მან პარალელი გაავლო პორტუგალიის ისტორიასა და " არგონავტებზე" ლეგენდას შორის, აღწერა მედეასა და იასონის ამბავი, კოლხეთის და იბერიის სამეფოს ცხოვრება და მოუწოდა ევროპულ ქრისტიანულ ქვეყნებს დაეცვათ საქართველო გარეშე მტრების ინტერვენციისგან.

ჩვენს ვებ-გვერდზე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია საელჩოს, ორმხრივი თანამშრომლობის, საქართველოს საგარეო პოლიტიკის, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, განათლების, ტურიზმისა და საკონსულო საკითხების შესახებ. ვებ-გვერდი ასევე მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ინტერნეტ ბმულებს.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ საელჩოს ვებ გვერდით დაინტერესებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მე და საელჩოს ყველა თანამშრომელი მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარება და თანადგომა გავუწიოთ პორტუგალიის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს თანამემამულეებს. ჩვენ ყველას საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზრუნვა და მისი უკეთესი მომავლისკენ სწრაფვა გვაერთიანებს. მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად შევძლებთ საქართველოს და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის ურთერთობები ახალ ეტაპზე ავიყვანოთ.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

პორტუგალიის რესპუბლიკაში