- მთავარი
- ელჩის ბიოგრაფია
- ლევან წურწუმია
ლევან წურწუმია
დაბადების თარიღი და ადგილი
1975 წლის 11 მარტი, ქ.თბილისი
პროფესიული გამოცდილება
ლევან წურწუმიამ 1998 წელს მუშაობა დაიწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სამართლებრივი დეპერტამენტის ორმხრივი ურთიერთობებისა და ზოგადი სამართლებრივი პრობლემების სამმართველოს მეორე მდივნად;
1999-2000 წლებში მუშაობდა საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში მთავარ სპეციალისტად;
2000-2007 წლებში იყო საერთაშორისო სამართლებრივი დეპერტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მესამე მდივანი, მეორე მდივანი, პირველი მდივანი და მრჩეველი;
2007-2015 წლებში მუშაობდა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში მრჩევლად სამართლებრივ საკითხებში, შემდეგ დეპარტამენტის დირექტორად;
2015-2021 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სამართლებრივი დეპერტამენტის დირექტორის მოადგილე;
2021 წლის 23 სექტემბრიდან - 2025 არის უკრაინაში საქართველოს საელჩოს და სუამში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;
2025 - დღემდე - საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში
განათლება
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
2003 წელს დაამთავრა საერთაშორისო საზღვაო სამართლის ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის სპეციალობით (მალტის რესპუბლიკა).