Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან ზაქარაიაშ და კოშტასთან

2025 წლის 9 ივლისს, პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ  შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან ზაქარაია და კოტასთან. შეხვედრისას, აღმასრულებელ მდივანს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის წერილი, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობაში საქართველოს წარმომადგენლად ელჩის ლევან წურწუმიას დანიშვნასთან დაკავშირებით.

საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ურთიერთობები, როგორც CPLP-ს ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.