საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან ზაქარაიაშ და კოშტასთან
2025 წლის 9 ივლისს, პორტუგალიაში საქართველოს ელჩმა ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან ზაქარაიაშ და კოშტასთან. შეხვედრისას, აღმასრულებელ მდივანს გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის წერილი, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობაში საქართველოს წარმომადგენლად ელჩის ლევან წურწუმიას დანიშვნასთან დაკავშირებით.
საუბრისას მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს ურთიერთობები, როგორც CPLP-ს ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან, ასევე დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.