Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა პორტუგალიის პრეზიდენტს

20 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მარსელო რებელო დე სოუზას რწმუნებათა სიგელები გადასცა.
სიგელების გადაცემის ცერემონიის დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს ელჩისა და პორტუგალიის პრეზიდენტის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, ხაზი გაესვა სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა პარლამეტთაშორისი ურთიერთობების მნიშვნელობა.

ელჩმა პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პორტუგალიის მხარდაჭერისათვის როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა ახალი ელჩის დანიშვნას და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს მომავალში შესაძლებელი იქნება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის თვალსაჩინო ძეგლების ვეფხისტყაოსნისპორტუგალიურ ენაზე და ლუსიადებისქართულ ენაზე თარგმანების ხილვა.  

პორტუგალიის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო მდივანი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეირო.