პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლად დანიშნულმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს ალვარო მენდონსა ი მოურას რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
2020 წლის 15 ივლისს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს, ელჩს - ბატონ ალვარო მენდონსა ი მოურას. ცერემონიალის ფარგლებში, ასევე გაიმართა შეხვედრა პორტუგალიის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელთან, ელჩთან - ქალბატონ კლარა ნუნეს დოს სანტოსთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას და შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.
შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მიესალმა საქართველოს ახალი ელჩის დანიშვნას და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
თავის მხრივ, საქართველოს ელჩმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება პორტუგალიის რესპუბლიკის მხარდაჭერასთან დაკავშირებით და გამოთქვა მზადყოფნა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას.