Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქ. ლისაბონში საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა

2026 წლის 3 ივნისს, ქ. ლისაბონში, SUD Lisboa-ში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით  საქართველოს საელჩოს მიღება გაიმართა.

საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და  ბიზნეს წრეების, ასევე, კულტურის, მედიისა და  ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ.

მიღებაზე პორტუგალიური ბენდის მონაწილეობით შესრულდა ქართული მუსიკალური პროგრამა. ასევე, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა.