დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“
ძვირფასო თანამემამულენო, გვსურს გაცნობოთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება დისტანციური სწავლების პროგრამა „ქართული ენა ემიგრანტებისთვის“ რომლის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებში ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესება, ეროვნულ-კულტურული იდენტობის განმტკიცება და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, თანამედროვე დისტანციური სწავლების მექანიზმების გამოყენებით.