საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო კულტურულ ღონისძიებაში ფრანკოფონიის თვის ფარგლებში
23 მარტს საელჩომ მონაწილეობა მიიღო პორტუგალიაში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში, რომელიც ქ. ლისაბონის კინოთეატრ Capitólio-ში გაიმართა.
ფრანკოფონიის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნების გასტრონომიული ტრადიციების წარდგენის ფარგლებში, ქართული ღვინის დაგემოვნება მოეწყო. ქართული კუთხე საზოგადოების დიდი ინტერესით სარგებლობდა.