Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარისა და პორტუგალიის ეროვნული ასაბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე პორტუგალიის ეროვნული ასაბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს რეჟინა ბასტოსს შეხვდა.

თამარ ხულორდავამ შეხვედრისას, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს. 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მნიშვნელოვან პროგრესზე და ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების თაობაზე დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე.

მხარეებმა შეხვედრისას, ისაუბრეს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, არსებულ ვითარებაზე და მოლაპარაკებების გზით კონფლიქტის მოგვარების აუცილებლობაზე. 

პორტუგალია მხარდაჭერას უცხადებს იმ ქვეყნებს რომლებსაც სურვილი აქვთ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ამ პროცესში მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის წევრობის მსურველი ქვეყნები აკმაყოფილებდნენ შესაბამის კრიტერიუმებს და იზიარებდნენ ევროკავშირის ფასეულობებს“, - აღნიშნა რეჟინა ბასტოსმა.