პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს
პორტუგალიის პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა საქართველოს საიუბილეო თარიღს ულოცავს. საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გამოგზავნილ წერილში ის ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების ვალდებულებას გამოხატავს და გასულ წელს პორტუგალიაში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს აღნიშნული მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს უწოდებს.