პორტუგალიის, კამოეშის და პორტუგალიურ თემთა დღე
9-10 ივნისს საგანგეო და სრულუფლებიანმა ელჩმა რევაზ ბეშიძე მონაწილეობა მიიღო პორტუგალიის ეროვნულ დღესასწაულთან - პორტუგალიის, კამოეშის და პორტუგალიურ თემთა დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში ქ. პორტალეგრიში. აღნიშნული ღონისძიებებს პრეზიდენტი მარსელო რებელო დე სოუზა, პრემიერ-მინისტრთან ანტონიო კოშტასთან და ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან ედუარდო ფერო როდრიგეშთან ერთად უძღვებოდა. მოწვეული იყო პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი.