პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველო ხდება ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა, როგორიც არის ევროპის საბჭო სიმბოლურია ისიც, რომ ეს ემთხვევა ჩვენს გაწევრიანებას 20 წლის წინ ამ ორგანიზაციაში.“ - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმობარებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსთვის ეს ძალიან დიდი გამოწვევა და ამავე დროს პასუხისმგებლობაა: „ჩვენ გვეკისრება პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების წინაშე, რათა ამ ორგანიზაციის წინაშე არსებული ყველა გამოწვევა იყოს სათანადო რეაგირების დონეზე და ისე, როგორც შეეფერება თავმჯდომარეობას. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიხელმძღვანელებთ ამ ორგანიზაციის ძირითადი პრინციპებით, მისი წესდებით და ვიქნებით თავმჯდომარე, რომელიც გაითვალისწინებს ყველა მისი წევრის ინტერესებს.“-აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მისივე ინფორმაციით, უკვე გაჟღერებულია საქართველოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალი თავმჯდომარეობის 4 პრიორიტეტი:
ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
„ეს არის ის ძირითადი 4 პრიორიტეტული მიმართულება, რომელსაც როგორც თავმჯდომარე ქვეყანა ისე განვახორციელებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან, იცით თქვენ რომ ევროპის საბჭო მუდმივად განიხილავს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს, ის ჩვეულებრივად რჩება დღის წესრიგში და საქართველოს დელეგაცია თავის ეროვნულ წარმომადგენლობაში, ბუნებრივია აქტიურად გააგრძელებს ამ საკითხების წინ წამოწევას და მუდმივ აქტუალიზაციას ამ ორგანიზაციის დღის წესრიგში.“-აღნიშნა ზალკალიანმა.
დღეს, სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე , საქართველო საფრანგეთისგან ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობას გადმოიბარებს.
საქართველოს საფრანგეთის მხრიდან გადმოეცემა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის სიმბოლური გასაღები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, როგორც ევროპის საბჭოს მომავალ თავმჯდომარეს სიმბოლურ გასაღებს საფრანგეთის ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მინისტრი, ამელი დე მონშალენი გადასცემს.
თავმჯდომარეობის გადმოცემის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს და საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს გააცნობს.