გამოსამშვიდობებელი ლანჩი საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან
საქართველოს ელჩის რევაზ ბეშიძის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ტერეზა რიბეირომ გამართა გამოსამშვიდობებელი ლანჩი, რომელსაც ესწრებოდნენ პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები და საელჩოს თანამშრომლები.
ლანჩის დროს შეკრებილებმა ისაუბრეს საქართველო-პორტუგალიის, უკანასკნელი წლების მანძილზე განვითარებული, კარგი ურთიერთობების შესახებ, ასევე განხორციელებული მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების და თანამშრომლობის არსებული შესაძლებლობების თაობაზე.
