აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის კონცერტები ლისაბონში
2019 წლის 28 ივლისს ლისაბონის გრასას მონასტერში (Convento da Graça), საელჩოს ორგანიზებით და პორტუგალიაში ქართული დიასპორული ორგანიზაციის მხარდაჭერით, გაიმართა აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის - "ბათუმი"-ს კონცერტი, რომელსაც ესწრებოდნენ დიასპორის წარმომადგენლები და პორტუგალიაში მცხოვრები ქართველები. კონცერტის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა ანსამბლის წევრებთან და საელჩოს თანამშრომლებთან.
საელჩოს ორგანიზებით და პორტუგალიის კულტურისა და ცნობადობის განვითარების პორტუგალიური ასოციაცია Matriz Portuguesa-ს ხელშეწყობით, 31 ივლისს გაიმართა აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლის მეორე კონცერტი ლისაბონის ეროვნულ პანთეონში (National Pantheon Campo de Santa Clara), რომელსაც ესწრებოდნენ ლისაბონის მუსიკალური სფეროს და პორტუგალიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. კონცერტის შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა ქართული ღვინო დააგემოვნეს.