საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:
• საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს;
• ქართულ საკვირაო სკოლებს;
• საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებს;
• საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებს და კულინარიულ კლუბებს;
• სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს.
დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
• შევსებული განაცხადის ფორმა;
• განმცხადებლის, საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
• ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
• პროექტის დეტალური აღწერა;
• ხარჯთაღრიცხვა.
პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს:
• დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხარისხი;
• პროექტის მოსალოდნელი შედეგი;
• პროექტის ინოვაციურობა და მდგრადობა;
• პროექტის განხორციელებადობა და ხარჯთაღრიცხვის გამართულობა.
განაცხადი მიიღება 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 10 სექტემბერს და ეცნობება გამარჯვებულ კანდიდატებს.
საგრანტო კონკურსის „ქართული გემო“ - დანართები:
- პროგრამის აღწერა;
- განაცხადის ფორმა;
- ხარჯთაღრიცხვის ფორმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:
ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონი: (+995 32) 2 94 50 00
.png&w=3840&q=100)