ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ქ. ლისაბონის მერიის გენერალურ დირექტორთან ალბერტო გიმარაეშთან
2025 წლის 15 ოქტომბერს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ლევან წურწუმიამ შეხვედრა გამართა ქ. ლისაბონის მერიის გენერალურ დირექტორთან ალბერტო გიმარაეშთან.
შეხვედრაზე განიხილეს დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, ეკონომიკის, ტურიზმისა და კულტურის სფეროებში. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი ღონისძიებების გამართვისა და ორმხრივი ვიზიტების დაგეგმვის მნიშვნელობაზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს ორი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების საკითხები, რაც ხელს შეუწყობს თვითმართველობის დონეზე თანამშრომლობის გაძლიერებას, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, საერთო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.
ლევან წურწუმიამ ალბერტო გიმარაეშს საჩუქრად გადასცა საქართველოს ფოსტის მიერ გამოცემული მარკა, რომელზეც აღბეჭდილია ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში არსებული წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო და შიო მღვიმეს მონასტერში გამოსახული წმინდა ქეთევან დედოფლის ფრესკა.
