ლისაბონში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წიგნის „წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი“ პრეზენტაციას
18 ნოემბერს, ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ჩართულობით გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა წიგნის „წმინდა მოწამე ქეთევან დედოფალი“ პრეზენტაციას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ანსამბლ „შვიდკაცა“-ს კონცერტი, სადაც შესრულდა ქართული საეკლესიო საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები.
ღონისძიებას დაესწრო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი მირცხულავა, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამეცნიერო წრეების, დიპლომატიური კორპუსის, ხელოვნების სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
