საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან
პორტუგალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა, ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში, შეხვედრა გამართეს პორტუგალიის ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა ჩატარდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით.