Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს რწმუნების წერილი გადასცა

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს საქართველოს ელჩმა გიორგი მირცხულავამ პორტუგალიურენოვნი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ფრანსისკო რიბეირო ტელეშს რწმუნების წერილი გადასცა. შემდგომ გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. განხილულ იქნა არსებული და განვლილი თანამშრომლობა, ასევე მომავალი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

აღინიშნა მნიშვნელობა, რომელიც ენიჭება თანამეგობრობაში ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსს. საქართველო 2014 წლიდან  ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანაა CPLP-ში, რაც ხელს უწყობს თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან პოლიტიკური დიალოგს ისევე, როგორც ორმხრივ ეკონომიკურ და კულტურულ ურთიერთობათა განვითარებას. საქართველოსთვის პატივია ეს სტატუსი და ლუზოფონურ სამყაროსთან დაახლოების საუკეთესო გზად განიხილება.