ქალაქ ლისაბონში გაიმართა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან
2024 წლის 14 ნოემბერს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და პორტუგალიის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქალაქ ლისაბონის ლუმიარის საჭადრაკო აკადემიაში გაიმართა ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის ნონა გაფრინდაშვილის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან. შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა ერთდროული თამაშის სეანსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ყველა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლებმა, როგორც ქართული დიასპორიდან, ასევე, პორტუგალიის ჭადრაკის ფედერაციის მოჭადრაკეებმა. სეანსი გაიმართა ერთდროულად 22 საჭადრაკო დაფაზე.