ოზურგეთის თეატრის სპექტაკლის პრემიერა ქალაქ ბრაგაში
🔘პორტუგალიაში, ქალაქ ბრაგაში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ერთობლივი ნამუშევრის ,,ცის კარი” (ნოდარ დუმბაძე) მსოფლიო პრემიერა განხორციელდა, რომელიც ასევე პირველ საერთაშორისო წარმოდგენაზე სახელწოდებით (MIT MOSTRA INTERNATIONAL DE TEATRO /CAMINHOS SEM FRONTEIRAS)იქნება ნაჩვენები.
🔘მსოფლიო პრემიერას საქართველოს კონსული პორტუგალიის რესპუბლიკაში ირაკლი ქოიავა, საქართველოს დესპანი პორტუგალიის რესპუბლიკაში ცოტნე ზურაბიანი, ქ. პორტუგალიისა და ქ. ესპანეთის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვასილ ჩიგოგიძემ მოწვეულ სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და ბრაგის თეატრალური კომპანიის ხელმძღვანელს, რეჟისორ რუი მადეირას ერთობლივი ნამუშევრის წარმატებული მსოფლიო პრემიერა მიულოცა.
🔘,,ცის კარი“ -რეჟისორ ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლია, ხოლო დადგმის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე (ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე)გახლავთ. სპექტაკლი თოჯინურ ცოცხალი პლანის სინთეზს წარმოადგენს და გამორჩეული ჰუმანისტი მწერლის ნოდარ დუმბაძის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ჩანაწერებზე დაყრდნობით გვიყვება.