პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნების წევრობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
2024 წლის 2 დეკემბერს, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) შტაბბინაში, თანამეგობრობაში ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყნების წევრობის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
საქართველოს, იაპონიის, თურქეთისა და ნამიბიის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა თანამეგობრობის აღმასრულებელმა მდივანმა, ზაქარაიას და კოსტამ, ასევე სიტყვით წარსდგნენ ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების წარმომადგენლები. მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციაში ასოცირებული დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა CPLP-ის წევრ ქვეყნებთან კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ამასთანავე აღინიშნა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის უნარი შეიკრიბოს სხვადასხვა კულტურისა და ტრადიციის მქონე ქვეყნები საერთო მიზნების გარშემო და ხელი შეუწყოს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებასა და გაძლიერებას.