საეკლესიო მსახურება ქართულ ენაზე ქალაქ ლისაბონში
2023 წლის 16 დეკემბერს ლისაბონის რუმინულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მადრიდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის, არქიმანდრიტ პიროს გოცირიძის მიერ ქართულ ენაზე აღსრულებულ იქნა საღმრთო ლიტურღია. ღონისძიება ჩატარდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქართული დიასპორის ერთობლივი ორგანიზებით.