Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) ელჩების სამუშაო ვიზიტი საქართველოში

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა 27 მაისს.

შეხვედრაზე CPLP-სა და თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან არსებული თანამშრომლობა და პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. 

საუბარი შეეხო თანამეგობრობაში შემავალ და დამკვირვებელ ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე განიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები.

დელეგაციის ხელმძღვანელმა მთავრობის მეთაურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მიმართ თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.

საქართველო პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობას 2014 წლიდან შეუერთდა, როგორც ასოცირებული დამკვირვებელი.

 
 
 
 
 

https://www.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=596&info_id=88596