საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ სამიტზე „Web Summit 2024“
2024 წლის 11-14 ნოემბერს, ქალაქ ლისაბონში გაიმართა ყოველწლიური, მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური სამიტი Web Summit 2024. სამიტში მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის ხელმძღვანელობით.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ,,აწარმოე საქართველოს“ თანამშრომლობის ფარგლებში, ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველო მასშტაბური სივრცით და “StartUP in Georgia” ინიციატივით იყო წარმოდგენილი, სადაც მოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ქონდა, გაცნობოდა მთავრობის მიერ ბოლო წლებში ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების კუთხით განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებს. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა ქუთაისში რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბის პროექტის მიმართ.