პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) ელჩების სამუშაო ვიზიტი საქართველოში
2024 წლის 27 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თანამეგობრობის აღმასრულებელი მდივანი, ზაქარაიას და კოსტა ხელმძღვანელობს.
შეხვედრაზე მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და CPLP-ის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მათ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ წელს აღინიშნება 10 წლისთავი, რაც საქართველო გახდა თანამეგობრობის ასოცირებული დამკვირვებელი.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის გაეროს ფარგლებში. ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ გლობალური მასშტაბით პარტნიორობის განვითარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ვრცლად იხილეთ: https://rb.gy/12nzkq