Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ელჩების სამუშაო ვიზიტი საქართველოში

2024 წლის 28 მაისს, პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაცია თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლს ეწვია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) დელეგაციას სერვისების მიწოდების ქართული გამოცდილება გაუზიარა.

იუსტიციის სახლში სამუშაო პროცესის გასაცნობი საინფორმაციო ტური გაიმართა, რომელსაც იუსტიციის სახლის თავმჯდომარის მოადგილე, ნატა აბაშმაძე უძღვებოდა. დელეგაციის წევრებთან ერთად, საინფორმაციო ტურს დაესწრო საქართველოს ელჩი პორტუგალიის რესპუბლიკაში, ბატონი გიორგი მირცხულავა.