Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა ლისაბონში

პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 1 ივნისს ქ. ლისაბონში, პორტუგალიის კინოს მუზეუმში გაიმართა დიდი ქართველი რეჟისორის ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივის გახსნითი ღონისძიება და მხატვრული ფილმის "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი" ჩვენება, ქართული ღვინისა და ქართული სამზარეულოს დეგუსტაციის თანხლებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ პორტუგალიის კულტურული წრეების, პორტუგალიის რესპუბლიკაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. ფილმის ჩვენებამდე, დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი მირცხულავამ. 
პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს  კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის GNFC - Georgian National Film Center ორგანიზებით ელდარ შენგელაიას ფილმების რეტროსპექტივა გაგრძელდება 26 ივნისამდე, პორტუგალიის კინოს მუზეუმში - "Cinemateca Portuguesa" (მისამართი: Rua Barata Salgueiro 39). ღონისძიება მიეძღვნება ელდარ შენგელაიას 90 წლისთავს  და მის ფარგლებში ნაჩვენები იქნება შემდეგი ფილმები: "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "შერეკილები", "თეთრი ქარავანი", "სამანიშვილის დედინაცვალი", "მიქელა", "სავარძელი", "მრავალჟამიერ". https://www.cinemateca.pt/Programacao.aspx?ciclo=1633&page=2