ენების ევროპული დღე ლისაბონში
2024 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ ლისაბონში ევროკავშირის კულტურის ეროვნული ინსტიტუტების (EUNIC) ორგანიზებით გაიმართა ენების ევროპული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც ევროპის ქვეყნების საელჩოებთან ერთად, ტრადიციულად მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ. საქართველოს სტენდთან, ღონისძიების სტუმრებს საშუალება ქონდათ გაცნობოდნენ ქართულ დამწერლობას, კულტურასა და ტრადიციებს, ასევე მიეღოთ ბროშურები და სამახსოვრო სუვენირები.