საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან
ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან აუგუშტუ სანტუშ სილვასთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების ფართო სპექტრი. აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და პორტუგალიის პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე. ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღინიშნა 2022 წელ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ლისაბონში ვიზიტის მნიშვნელობა. მხარეები მიესალმნენ ორივე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მეგობართა ჯგუფების ფუნქციონირებას. მიმოიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ასრულებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციას.