Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა პორტუგალიის რესპუბლიკაში

29 მაისს, პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქ.ლისაბონში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიება პორტუგალიის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების, ბიზნეს და კულტურული წრეების წარმომადგენლების, დიპლომატიური კორპუსისა და პორტუგალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის მონაწილეობით. ღონისძიებაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი მირცხულავამ. ელჩმა ისაუბრა საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიასა და მნიშვნელობაზე, ქვეყნის წინაშე დღეისათვის არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ღონისძიების მონაწილეებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდა პორტუგალიაში მცხოვრები ქართველი შეფ-მზარეული არჩილ შინჯიკაშვილი, ასევე გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია ღვინის მწარმოებლის და სომელიეს გიორგი ჭეჟიას ხელმძღვანელობით. ღონისძიება მუსიკალურად გაფორმდა ადგილობრივი ჯაზ-ბენდის მონაწილეობით, ასევე ქართული მუსიკით.