ლევან წურწუმიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტთან ამერიკუ დე ალმეიდა ღამუშთან
2025 წლის 18 სექტემბერს, სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით ქ. ლისაბონი) ლევან წურწუმიამ გაცნობითი შეხვედრა გამართა სან ტომე და პრინსიპის დემოკრატიული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტთან ამერიკუ დე ალმეიდა ღამუშთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
მხარეებმა გამოხატეს მზაობა, ხელი შეუწყონ როგორც პოლიტიკური დიალოგისა და ორმხრივი ვიზიტების ორგანიზებას, ასევე ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის განმტკიცებისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
