საქართველოს ელჩის გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან
2024 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს ელჩმა გიორგი მირცხულავამ, პორტუგალიის რესპუბლიკაში მისიის დასრულებასთან დაკავშირებით გამართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოთა თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან, ზაკარაიაშ და კოშტასთან.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციაში ასოცირებული დამკვირვებლების როლსა და მნიშვნელობაზე, ხაზი გაესვა CPLP-ის წევრ ქვეყნებთან კულტურული, ეკონომიკური და საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ზაქარიას კოსტამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გაწეული სამუშაოსთვის.