სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიის რესპუბლიკაში
2023 წლის 11-13 ოქტომბერს პორტუგალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, ასევე პორტუგალიის საკურორტო ინდუსტრიის დათვალიერების, შესწავლისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, მოეწყო სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში და თერმულ კურორტ საუ პედრუ დუ სულში. ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები სახელმწიფო სამდივნოებთან ტურიზმის, გეოთერმული რესურსების და ჯანდაცვის ხელშეწყობის საკითხებში, წამყვან ტურისტულ ორგანიზაციებთან და თერმული კურორტის ხელმძღვანელთან. შეხვედრები ჩატარდა პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და მონაწილეობით.