საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ორმხრივი ვიზიტები

საქართველოს მხრიდან პორტუგალიის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:

უმაღლესი და მაღალი დონის: 

2006 წელი:

  • 1-3 ივნისი - საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ოფიციალური ვიზიტი

2007 წელი:

  • 3-4 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ვალერი ჩეჩელაშვილის სამუშაო ვიზიტი
  • 18 ოქტომბერი - პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი

2010 წელი:

  • 12 თებერვალი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის პირველი სამუშაო ვიზიტი

2011 წელი

  • 23-24 მარტი - საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი
  • 4 მაისი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გიორგი წერეთლის ვიზიტი

2013 წელი

  • 1 აპრილ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის ვიზიტი
  • 23-24 მაისი - ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის ვიზიტი

2014 წელი

  • 19 თებერვალი - საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას ხელმძღვანელობით
  • 24-25 ივნისი - ნარკომანიასთან ბრძოლის საქართველოს უწყებათაშორისი საბჭოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით

2015 წელი

  • 7 აპრილი -  საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის სამოქმედო გეგმის (VLAP) იმპლემენტაციის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის ხელმძღვანელობით
2017 წელი 
  • 1-3 ოქტომბერი - პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი 
2019 წელი
  • 21-23 აპრილი - საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი

სხვა:

2013 წელი

  • 6-9 ნოემბერი - საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი

2014 წელი

  • 20-23 ოქტომბერი - საქართველო-პორტუგალიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სამუშაო ვიზიტი. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ პორტუგალიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, ჯგუფის წევრები - საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი და აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი ლევან ქარდავა.

2015 წელი

  • 5-6 თებერვალი - ქ. თბილისის მერის დავით ნარმანიას ვიზიტი ქ. პორტოში
  • 15-21 თებერვალი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ვლადიმერ პაპავას ვიზიტი ლისაბონსა და პორტოში

2017 წელი

  • 2-4 მაისი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ქ. ლისაბონში, სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის ხელმძღვანელობით
  • 8-13 მაისი - საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის ნოდარ ხადურის ვიზიტი ქ. პორტოში
  • 23–27 მაისი - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ქ. ლისაბონში. დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე
  • 28 ივნისი-2 ივლისი - ალენტეჟუს რეგიონს ეწვია ყვარლის რაიონის დელეგაცია, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის ჯემალ შავერდაშვილის ხელმძღვანელობით 
  • 6-9 სექტემბერი - დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის ვიზიტი ქ. ლისაბონში
  • 1-2 დეკემბერი - საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი „ევროპის სოციალისტური პარტიის“ (PES) საბჭოს სხდომაზე დასასწრებად 
  • 14 დეკემბერი - სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტის ნინო ჩიქოვანის ვიზიტი
2018 წელი
  • 21-23 მარტი - განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ღონისძიებაში -  International Summit on the Teaching Profession
  • 17-18 სექტემბერი -  პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მონაწილეობა მიიღო პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეაში, International Network on Hepatitis in Substance Users (INHSU)-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში 
2019 წელი
  • 27-28 მარტი - საქართველოს დელეგაციამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილის გოჩა ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში სახელწოდებით Global OECD Policy Roundtable on Equal Access to Justice
  • 27-29 მაისი - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეშტორილის კონფერენციების ციკლის მე-6 გამოცემაში სახელწოდებით Empowering Humanity: From Local to Global Justice
  • 7-10 ივნისი - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაციის ვიზიტი მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით. კუნძულ მადეირაზე გამართულ ტურიზმის ინდუსტრიის ღონისძიებაზე, სახელწოდებით World Travel Awards, ქ.ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციის მფლობელი გახდა

პორტუგალიის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოში განხორციელებული უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები:

2010 წელი

  • 2-3 დეკემბერი - სახელმწიფო მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ლუიშ ფილიპე მარკეშ ამადუს (Minister of Foreign Affairs - Luis Filipe Marques Amado), ოფიციალური ვიზიტი

2013 წელი

  • 1-4 ივნისი - პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეაში პორტუგალია-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ჟოაო პერეირას ვიზიტი
  • 16-17 ნომბერი - საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, პორტუგალიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მდივნის ბ-ნი ბრუნო მასაეშის ვიზიტი
2019 წელი
  • 11-12 ივლისი - ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტმა რეჟინა ბასტოსმა მონაწილეობა მიიღო ნათუმის საერთაშორისო კონფერენციაში

ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების დინამიკა:

2007 წლის 3 აპრილი - ლისაბონი, (დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვალერი ჩეჩელაშვილი)

2011 წლის 2 ნოემბერი - ლისაბონი (დეპარტამენტების დირექტორების დონეზე)

2012 წლის 28 ნოემბერი - თბილისი (დეპარტამენტების დირექტორების დონეზე)

2016  წლის 11 აპრილი - ლისაბონი (პორტუგალიური მხრიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი ფრანსიშკო ლოპეში; ქართული მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე)

2017 წლის 5 აპრლი - თბილისი (პორტუგალიური მხრიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი ფრანსიშკო ლოპეში; ქართული მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი)

2018 წლის 11 მაისი - ლისაბონი (პორტუგალიური მხრიდან: საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი პედრო კოშტა პერეირა; ქართული მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი)