საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Doclisboa2020

მიმდინარე წელს საქართველო მოწვეულია საერთაშორისო კინოფესტივალზე - Doclisboa2020 - სტუმარი ქვეყნის სტატუსით

აღნიშნული ფესტივალი პორტუგალიაში 2002 წლიდან იმართება, ღონისძიება მოიცავს ნაწილს, სახელწოდებით Nebulae, რომელიც სტუმარ ქვეყანას ეთმობა. წლევანდელ, მე-18 გამოშვებაში სტუმარი ქვეყანა საქართველო იქნება. 

Doclisboa2020 წარმოდგენილი იქნება 6 მოდულად, 6 თვის განმავლობაში, პირველი მოდულის Nebulae-ს პროგრამის ცენტრალური თემა 22 ოქტომბრამდე 1 ნოემბრამდე საქართველო იქნება. 

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და საელჩოს აქტიური ჩართულობით, ფესტივალი გეგმავს რეტროსპექტივას, რომელიც ეძღვნება ქართულ კინოს 1920-იანი წლებიდან დღემდე. ​პროგრამაში წარმოდგენილია 40-ზე მეტი ქართული ფილმი.

https://doclisboa.org/2020/a-viagem-permanente-o-cinema-inquieto-da-georgia/