საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლობის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონტაქტო ინფორმაცია
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ინფორმაცია სამშობლოში დაბრუნების მსურველი ემიგრანტებისთვის
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლობის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა
2020 წლის 16 ოქტომბერს ვირტუალურ ფორმატში გაიმართა საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, რომელსაც ქართული მხრიდან ხელმძღვანელობდა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პორტუგალიის მხრიდან კი საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი მადალენა ფიშერი.
აღსანიშნავია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის - ევროკავშირში ინტეგრაციის - გათვალისწინებით, პორტუგალიასთან, როგორც ევროკავშირის მომავალ თავმჯომარე ქვეყანასთან, მოცემულ დროს სამუშაო დიალოგის გამართვის მნიშვნელობა. მინისტრის პირველმა მოადგილემ პორტუგალიელ კოლეგას გააცნო საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული შედეგები, ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მნიშვნელობას, პრიორიტეტებსა და იმ მოლოდინებს, რომელიც საქართველოს, როგორც წარმატებულ ასოცირებულ პარტნიორს, აქვს ევროკავშირთან მეტად დაახლოების მიმართულებით პორტუგალიის პრეზიდენტობის პერიოდში.
კონსულტაციების ფარგლებში მხარეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საქართველოსა და პორტუგალიის მიერ გაწეულ უდიდესი ძალისხმევა და დღესდღეობით ჩვენს რეგიონში მიმდინარე ვითარება. მხარეებმა განსაკუთრებით გაამახვილეს ყურადღება პოსტ-პანდემიურ რეალობაში ორმხირივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების მიმართულებით მზაობაზე და აღნიშნეს ტურიზმის უდიდესი წილი ორივე ქვეყნის ეკონომიკაში. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა პორტუგალიასა და საქართველოს შორის კულტურულ კავშირებს, რასთან დაკავშირებითაც პორტუგალიურმა მხარემ გამოხატა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსთან კულტურისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას.
ვახტანგ მახარობლიშვილი პორტუგალიელ კოლეგას უსაუბრა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიმდინარე არალეგალური ქმედებებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და არაღიარების პოლიტიკაზე, რომლის წარმატებით განხორციელების მიმართულებით პორტუგალიამ არაერთხელ დაგვიდასტურა მტკიცე მხარდაჭერა. ამასთან, პორტუგალიურ მხარეს ეთხოვა საქართველოს საკითხის სხვადასხვა დონეზე მათ დღის წესრიგში მუდმივად ჩართვა.
საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ნატოს თანამშრომლობას და ამ თანამშრომლობის ჭრილში შავის ზღვის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობას. ამასთან, აღინიშნა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მიზანშეწონილობა, რაც რეგიონისათვის და ევროკავშირისათვის ურთიერთსასარგებლო იქნება შედეგად შეძენილი მეტი დაკავშირებულობის (connectivity) ფაქტორის გათვალისწინებით. შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ სამართლებრივ ბაზაზე და კონკრეტული ხელშეკრულებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის განვითარების მზაობასა და კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერის კუთხით აღებულ ვალდებულებებზე.
ვახტანგ მახარობლიშვილმა და მადალენა ფიშერმა ხაზგასმით აღნიშნეს ორმხრივი დიალოგის მნიშვნელობა და დაადასტურეს თანამშრომლობის განმტკიცების კუთხით უმნიშვნელოვანესი მექანიზმის - საგარეო უწყებებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების - ფორმატში რეგულარულად შეხვედრებისათვის მზაობა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
PT
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი