Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

República Portuguesa

contact_info

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 23 მაისს

2010 წელს გაიხსნა საქართველოს საელჩო პორტუგალიის რესპუბლიკაში

2005 წლიდან, საქართველოს გადაფარვა ხორციელდება თურქეთის რესპუბლიკაში პორტუგალიის საელჩოს მიერ.

1996-2005 წლებში პორტუგალიის მიერ საქართველოს გადაფარვა ხორციელდებოდა რუსეთის ფედერაციაში პორტუგალიის რესპუბლიკის საელჩოდან

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები

საქართველო-პორტუგალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება დაიწყო 2010 წელს, მას შემდეგ, რაც ლისაბონში საქართველოს საელჩო გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, მნიშვნელოვნად გააქტიურდა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკა.

პორტუგალია ბოლო პერიოდში გამოთქვამს სულ უფრო მეტ დაინტერესებას, გაააქტიუროს თანამშრომლობა რეგიონთან და კერძოდ, საქართველოსთან. საქართველოს აქტიური დიპლომატიური საქმიანობის შედეგად, პორტუგალია იჩენს მეტ ინტერესს, შეიმუშავოს უფრო მკაფიო ხედვა რეგიონთან დაკავშირებით. პორტუგალიური მხარის გაზრდილ ინტერესზე ჩვენი რეგიონის მიმართ მოწმობს ის ფაქტი, რომ ათწლეულის განმავლობაში პორტუგალიამ ნაციონალურ დონეზე გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არა ერთი განცხადება.

2014 წლის 23 ივლისიდან, საქართველო გახდა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა. 2015 წლიდან, პორტუგალიურენოვან ქვეყანათა თანამეგობრობაში (CPLP) საქართველოს ოფიციალურად ჰყავს აკრედიტებული ელჩი.

წარმატებით მიმდინარეობს თანამშრომლობა კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში.

2013 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა კამოეშის ინსტიტუტის პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს. გარდა პორტუგალიური ენის სწავლებისა, ცენტრი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს, როგორიცაა ფესტივალების, გამოფენების, კონცერტების, კინოჩვენებების, კონფერენციების/სემინარების ორგანიზება. https://portugueseattsu.wordpress.com/

2015 წლის 18 ოქტომბერს, "შატო მუხრანში" გაიხსნა წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელიც წარმოადგენს ლისაბონის ''გრასას'' მონასტერში არსებული ტრადიციული მეთოდით ("Azulejo") დამზადებული პანოს ზუსტ ასლს. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ასლი დამზადდა საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და TBC ბანკის დაფინანსებით.

2015 წლის 30 ივნისს, ლისაბონში, პორტუგალიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა „ქართული წიგნის კუთხე“.

ბმულები:

საქართველოში პორტუგალიის საელჩო

პორტუგალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო