შეხვედრა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საქართველო-პორტუგალიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ლევან ქარუმიძე და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი მირცხულავა პორტუგალიის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სუზანა ამადორს შეხვდნენ. განხილულ იქნა ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები.