Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის შეხვედრა პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანთან ზაკარიაშ და კოშტასთან

ლისაბონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 2023 წლის 21 ივლისს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) აღმასრულებელ მდივანს ზაკარიაშ და კოშტას შეხვდა.
მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და CPLP-ის შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხები და სამომავლო გეგმები. აღინიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა CPLP-ის ასოცირებული დამკვირვებელი ქვეყანა, გაღრმავდა ურთიერთობები როგორც ორგანიზაციასთან, ისე მის წევრ სახელმწიფოებთან.