საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებზე

   საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილისა და პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, გიორგი მირცხულავას შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ავიაგადამზიდავის TAP AIR PORTUGAL - ის პრეზიდენტთან - მანუელ ბეჟასთან. 
 დაწყებულია მოლაპარაკება პორტუგალიიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისების დანიშვნის შესაძლებლობაზე.
მხარეებმა ისაუბრეს იმ პოზიტიურ შესაძლებლობებზე, რომლებიც შეიძლება პირდაპირმა ავიამიმოსვლამ ორივე მხარეს მოუტანოს. ამავე დროს, ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა პორტუგალიაში, რაც პოზიტიურად აისახება ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროებში.