ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას, ასევე პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ბიზნეს-კონფედერაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმები გაფორმდა

2017  წლის 14 დეკემბერს პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით და პორტუგალიის მთავრობის ფინასური მხარდაჭერით ლისაბონში ჩატარდა მესამე საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა.

ღონისძიება გაიხსნა ურთიერთგაგების მემორანდუმების ხელმოწერით: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატას (Portuguese Industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)) შორის და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნეს-კონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის.

ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ გაიმართა საქართველოს და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ხელმძღვანელების შეხვედრა.

საერთაშორისო ბიზნეს-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ქართული შპს „Gabioni“-ს წარმომადგენელმა, რომელიც სპეციალიზებულია გაბიონების წარმოებაზე.   

 

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ