ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო კონფერენციის „ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით "ქეთევან დედოფლის მემკვიდრეობა". ღონისძიება მსოფლიო მასშტაბით ქეთევან დედოფლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების, ფაქტების კვლევას და ამ კუთხით გაწეულ სამუშაოებს მიეძღვნა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ  გიორგი შარვაშიძემ, რომელმაც ყურადღება გაამახვილა  საქართველოსა და ინდოეთს შორის 25 წლიან მეგობრულ და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომლის თვალსაჩინო მაგალითსაც სწორედ ქეთევან დედოფლის, გოაში აღმოჩენილი წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანების ფაქტი წარმოადგენს.  გიორგი შარვაშიძემ  მადლობა გადაუხადა პროცესში ჩართულ  მხარეებს, ორივე ქვეყნის  დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, საქართველოს საპატრიარქოს, შესაბამის უწყებებს, სამინისტროებს, რომელთა წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგად შესაძლებელი გახდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების საქართველოში ჩამობრძანება.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა,  ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორმა, ინდოეთის ელჩმა საქართველოში, საქართველოს ელჩმა ინდოეთში  და ალავერდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ  ინდოეთის არქეოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელები და გოას მსოფლიო საკრალური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის „ქეთევანის” დამფუძნებლები.  კონფერენციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს პორტუგალიის შორენკეცების სახელმწიფო მუზეუმის წარმომადგენელმა, ლისაბონის გრასას ტაძარში დაცული წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი ფრესკის რესტავრაციის პროექტში ჩართულმა პირებმა. 

ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოძიების და შემდეგ მისი საქართველოში ჩამობრძანების საკითხებზე ერთობლივი მუშაობა ინდურ მხარესთან 2014 წლიდან მიმდინარეობდა და 2017 წლის 23 სექტემბერს წმინდა ნაწილები საქართველოში ჩამობრძანდა.   წმინდა ნაწილები 6 თვის განმავლობაში მოივლის საქართველოს ყველა ეპარქიას.

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ