ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს პრეზედენტის ოფიციალური ვიზიტი პორტუგალიაში

2017 წლის 1-3 ოქტომბერს პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზედენტის გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტი შედგა.

ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს პრეზიდენტი პორტუგალიელ კოლეგას მარსელო რებელო დე სოუზას, პრემიერ-მინისტრ ანტონიო კოშტას და პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს ედუარდო ფერო როდრიგეშს შეხვდა. ორი პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

გიორგი მარგველაშვილმა პორტუგალიის რესპუბლიკის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში  შეტანილი წვლილისათვის. საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა პორტუგალიისა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროპული დღის წესრიგის შესახებ, ასევე განიხილეს აღმოსავლეთ პარტნიორბისა და ნატო-ს მომავალი სამიტებისთვის მზადების პროცესები.

საქართველოს პრეზიდენტმა პორტუგალიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

პრეზიდენტებმა მედიის წარმომადგენლების წინაშე გამოსვლისას საქართველოსა და პორტუგალიის დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავს გაუსვეს ხაზი.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად ქ. ლისაბონის გრასას მონასტერს ეწვია, სადაც დაცულია მე-17 საუკუნეში შექმნილი წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანო, რომელსაც საქართველოს მთავრობის ფინანსური დახმარებით მიმდინარე წელს კომპლექსური რესტავრაცია ჩაუტარდა.

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ