ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ამბასადორიალი 2017

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისში 2017 წლის 18-21 ივლისს ჩატარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“.

ღონისძიების გახსნისას, მოწვეულ სტუმრებს და ამბასადორიალის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიესალმა. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრების მონაწილეებს საპატიო სტუმრის სტატუსით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა მიმართა. 

ამბასადორიალის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საზღვარგარეთ ქვეყნის იმიჯის პოპულარიზაციის თემატიკა; გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების წამომადგენლებთან, ასევე აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში პირველად, ეკონომიკური დიპლომატიის კონფერენცია გაიმართა

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ