ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველო-პორტუგალიის დიპლომატიური ურთიერთობები 25 წლისაა

 

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის  1992 წლის 23 მაისს დამყარდა. 26 მაისს კი საქართველო ეროვნულ დღესასწაულს, დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება 2010 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც ლისაბონში  საქართველოს საელჩო  გაიხსნა. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პორტუგალიასთან ურთიერთობების გაღრმავებას. პორტუგალიის საგარეო პოლიტიკაშიც, მიუხედავად წლიდან წლამდე უცვლელი და კარგად განსაზღვრული რამდენიმე პრიორიტეტისა, სულ უფრო მეტი დაინტერესებაა, გააქტიურდეს ურთიერთობები საქართველოსთან და ზოგადად რეგიონთან. 

ორმხრივ დიპლომატიურ ურთიერთობებში სულ უფრო აქტიურდება საგარეო უწყებათა შორის პოლიტიკური დიალოგი, რეგულარული ხდება კონტაქტი სხვადასხვა სფეროებში, მატულობს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა. პორტუგალია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია.

საქართველოსთვის ასევე მნიშვნელოვანია ურთიერთობის განვითარება მრავალმხრივ ფორმატში. 2014 წელის საქართველო პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებელი გახდა. 2015 წლიდან კი CPLP-ში ოფიციალურად აკრედიტებული ელჩი ჰყავს.

ქ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი, სადაც პორტუგალიური ენის სწავლების გარდა, იმართება საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობები - ფესტივალები, გამოფენები, კონცერტები, კინოჩვენებები, კონფერენციები/ვორქშოფები. მისი დირექტორი, რომლის კანდიდატურის შერჩევა კამოეშის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ხდება და ის საქართველოში გარკვეული ვადით იგზავნება, პორტუგალიელია (https://portugueseattsu.wordpress.com/).

ლისაბონში, პორტუგალიის  ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე ფუნქციონირებს.  

ქ. ლისაბონის  გრასას მონასტერში დაცულია, პორტუგალიური ხელოვნების ტრადიციული სტილით, მოჭიქული თიხის ფილებზე ლურჯი საღებავით („აზულეჟო“), მე-17 საუკუნეში შექმნილი, ქართველი წმინდა ქეთევან დედოფლის მარტვილობის გრაფიკული გამოსახულება. დღეისათვის მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის რესტავრაციას საჭიროებს ზემოხსენებული გამოსახულება, რომელიც სხვა წარმოდგენილ პანოებს შორის ყველაზე დიდია და კომპლექსის ცენტრალურ ადგილზე მდებარეობს. სამონასტრო კომპლექსში დაცული წმ. ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს სარესტავრაციო სამუშაოების დახმარების საკითხი განიხილება საქართველოში.

2015 წელს ღვინის ქართული კომპანია „შატო მუხრანის“ ტერიტორიაზე გაიხსნა წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი გრაფიკული გამოსახულების ზუსტი ასლი, რომელიც საელჩოს ორგანიზებითა და „შატო მუხრანის“ დაფინანსებით დამზადდა.

საელჩო აქტიურად თანამშრომლობს პორტუგალიის ეროვნულ ასამბლეასთან მეგობართა ჯგუფის განახლებული შემადგენლობით ჩამოყალიბების მიმართულებით.

საელჩოს ხელშეწყობით მოხდა ორი ქვეყნის რეგიონების დაკავშირება. და კერძოდ, პორტუგალიის ალენტეჟუს რეგიონის სოფელ კუბასა და საქართველოს ყვარლის რაიონის სოფელ შილდას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ს. კუბას დელეგაციის ს. შილდაში სტუმრობის დროს მიმდინარე წლის მარტში.

 

 
 

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ